test

17 Dec 2020

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 17 დეკემბერის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შეიცვალა. სიახლის თანახმად, 2021-2023 წლებისთვის  ტარიფი 1.857 თეთრი კვტ.სთ-ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ, 2019 წლის 30 დეკემბერს, სემეკმა  შპს „ენგურჰესისთვის“ 2018-2019 წლებში მოქმედი ელექტროენერგიის წარმოების  ტარიფი 1,818 თეთრი კვტ.სთ-დან 1,358-მდე შეამცირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი გადაწყვეტილებით, შპს „ენგურჰესის“ ტარიფი, ფაქტობრივად, ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. 


ცვლილება შეეხო „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ დაწესებულ ტარიფსაც. 2021-2023 წლებში საწარმოსთვის დადგენილმა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფმა 2.565 თეთრი კვტ.სთ შეადგინა. 2019 წლის დეკემბერამდე კი აღნიშნული მაჩვენებელი 4,002 თეთრი კვტ.სთ-ს შეადგენდა. სემეკის შარშანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ დადგენილი ტარიფი 2,206 თეთრ კვტ.სთ-მდე შემცირდა.
 

test