სემეკმა შპს „ენგურჰესისთვის“ელექტროენერგიის წარმოების ახალი ტარიფი დაადგინა

17 Dec 2020

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 17 დეკემბერის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შეიცვალა. სიახლის თანახმად, 2021-2023 წლებისთვის  ტარიფი 1.857 თეთრი კვტ.სთ-ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ, 2019 წლის 30 დეკემბერს, სემეკმა  შპს „ენგურჰესისთვის“ 2018-2019 წლებში მოქმედი ელექტროენერგიის წარმოების  ტარიფი 1,818 თეთრი კვტ.სთ-დან 1,358-მდე შემცირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი გადაწყვეტილებით, შპს „ენგურჰესის“ ტარიფი, ფაქტობრივად, ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.

 

ცვლილება შეეხო „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ დაწესებულ ტარიფსაც. 2021-2023 წლებში საწარმოსთვის დადგენილმა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფმა 2.565 თეთრი კვტ.სთ შეადგინა. 2019 წლის დეკემბერამდე კი აღნიშნული მაჩვენებელი 4,002 თეთრი კვტ.სთ-ს შეადგენდა. სემეკის შარშანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ დადგენილი ტარიფი 2,206 თეთრ კვტ.სთ-მდე შემცირდა.

სემეკმა შპს „ენგურჰესისთვის“ელექტროენერგიის წარმოების ახალი ტარიფი დაადგინა