შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

16 Sep 2020

 

 

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან მებონიას მადლობის სიგელი გადაეცა. ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ დააჯილდოვა. 


სემეკის თავმჯდომარის განცხადებით,  ენერგეტიკის სფეროში ლევან მებონიას საქმიანობა 4 ათეულ წელზე მეტს ითვლის და ამიერკავკასიის უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის გამართული მუშაობა სწორედ ასეთი თავდადებული, წარმატებული და ღირსეული ადამიანის დამსახურებაა. დავით ნარმანიამ შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ქართველებსა და აფხაზებს შორის დამაკავშირებელი ხიდი უწოდა. 
 

შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა