შპს "ენგურჰესში" COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება

7 May 2020

 

 

ახალი კორონავირუსული ინფექციის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შპს „ენგურჰესის“ ყველა სტრუქტურულ ერთეულში პერსონალის, ვიზიტორებისა და კონტრაქტორების ყოველდღიური ვიზუალური შემოწმება და თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.


აღნიშნული ღონისძიებები შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის #209 ბრძანებისა (14.04.2020 წელი) და კომპანიის ხარისხის მართვის სამსახურის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.


შპს „ენგურჰესის“ ხარისხის მართვის სამსახურმა შეიმუშავა საგანგებო კრიზისული გეგმა, რომელშიც COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებები დეტალურად არის გაწერილი.

შპს "ენგურჰესში" COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება