ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შპს "ენგურჰესი" დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა
12 Mar 2020
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შპს „ენგურჰესის“ თბილისისა და ზუგდიდის ოფისები დღეიდან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე სრულად გადავიდა.
თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტსა და გალის რაიონის სოფელ საბერიოში კი იმუშავებს მხოლოდ ოპერატიული პერსონალი და თანამშრომლების ნაწილი, რომელიც ახორციელებს იმ სარემონტო სამუშაოებს, რომელთა შეჩერება არ შეიძლება.