"ენგურჰესზე" ტურისტული ცენტრის მოწყობის მიზნით, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე მუშაობა თითქმის დასრულდა

8 Jan 2020

 

"ეს პროექტი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ჯდება, თუმცა საბოლოო ვარიანტი, ჯერ არ გვაქვს. რამდენიმე მოდელზე ვმსჯელობთ - არის მარტივი, რთული, მეტი ატრაქციით, ნაკლები ატრაქციით და ა.შ. ამ ყველაფერს მხოლოდ ფონდი ვერ გაწვდება, ამიტომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ დააფინანსებს, კერძო სექტორი ჩაერთვება, თუ - არა", - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული, "ენგურჰესზე" ტურისტული ცენტრის განთავსება კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატით განხორციელდეს.

ამასთან, ჩიქოვანი არ გამორიცხავს, ამ პროექტის სამუშაოები მას შემდეგ დაიწყოს, რაც "ენგურჰესი", მისი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით გაჩერდება. ეს ყველაფერი კი, როგორც "ენგურჰესის" ხელმძღვანელობა განმარტავს, 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

ვრცლად

"ენგურჰესზე" ტურისტული ცენტრის მოწყობის მიზნით, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე მუშაობა თითქმის დასრულდა