შპს „ენგურჰესის“ განცხადება ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით

30 Dec 2019

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 30 დეკემბერის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შეიცვალა. სიახლის თანახმად, 2018-2019  წლებში მოქმედი 1,818 თეთრი კვტ.სთ 1,358-მდე შემცირდა. ცვლილება შეეხო „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ დაწესებულ ტარიფსაც. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, იქამდე მოქმედი 4,002 თეთრი კვტ.სთ 2,206-მდე შემცირდა. 


აღნიშნული გაანგარიშება მეთოდოლოგიის სრული დაცვით შესრულდა. ტარიფის შემცირების საფუძველი გახდა საინვესტიციო სამუშაოების გადადება (2020-2022 წწ.), განსაკუთრებით კი- სადერივაციო გვირაბის რემონტი ჰესის გაჩერებით. აღნიშნული პროგრამის განხორციელების შემდეგ, სავარაუდოდ, ტარიფი მაღალ ნიშნულს დაუბრუნდება. 

შპს „ენგურჰესის“ განცხადება ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით