შპს „ენგურჰესში“ საერთაშორისო სტანდარტების წინასასერტიფიკაციო აუდიტი გრძელდება

11 Dec 2019

შპს „ენგურჰესში“ საერთაშორისო სტანდარტების (ISO 9001, 14001,45001) წინასასერტიფიკაციო აუდიტი მიმდინარეობს. აღნიშნული პროცესის პირველი ეტაპი თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტში ჩატარდა. წინასასერტიფიკაციო აუდიტს საერთაშორისო აუდიტორი ანდრეი მორმული და საერთაშორისო ექსპერტი ნათელა ხურციძე ხელმძღვანელობენ.

როგორც პირველი ეტაპის შემაჯამებელ შეხვედრაზე აღინიშნა, შპს „ენგურჰესში“ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესი წარმატებით ხორციელდება. აუდიტორებმა დადებითად შეაფასეს ორგანიზაციის საერთაშორისო სტანდარტების სამსახურის საქმიანობა. განსაკუთრებული აქცენტი კი პერსონალის გუნდურ მუშაობაზე გაკეთდა, რაც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესზე დადებითად მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ შპს „ენგურჰესში“ საერთაშორისო სტანდარტების წინასასერტიფიკაციო აუდიტი აქტიურად გრძელდება. მომავალი წლის გაზაფხულზე კი ორგანიზაცია საერთაშორისო სტანდარტების (ISO 9001, 14001,45001) სერთიფიკატების მფლობელი გახდება.

შპს „ენგურჰესში“ საერთაშორისო სტანდარტების  წინასასერტიფიკაციო აუდიტი გრძელდება