ენგურჰესი დროებით ჩერდება – ვინ იყიდის ელექტრონერგიას აფხაზეთისთვის
29 Oct 2019
2021 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით ენგურჰესის 15. 5 კილომეტრი სიგრძის დერივაციულ გვირაბში, რომლის მეშვეობითაც წყალსაცავიდან წყალი აგრეგატებს მიეწოდება, სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. შესაბამისად, მისი დაშრობა და იმ ხუთივე აგრეგატის შეჩერება იქნება საჭირო, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
“ყველა ექსპერტი, რომელიც საქმეშია ჩართული და ყველა ჩვენი სპეციალისტი, რომლებიც სადგურში წლებია მუშაობს, აცხადებენ, რომ რემონტის გადადება უკვე აღარ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავარიის დროს სადგური უკვე ოთხ თვეზე მეტხანს იქნება გაჩერებული”, – ამბობს მებონია.