საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ენგურჰესი იყო წარმოდგენილი

26 May 2024

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ენერგეტიკის სექტორმა ახალციხეში აღნიშნა. 26 მაისთან დაკავშირებით, რაბათის ტერიტორიაზე საინფორმაციო სტენდები, საგამოფენო პავილიონები და სხვადასხვა აქტივობისთვის განკუთვნილი საგანგებო სივრცეები მოეწყო.

 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია და კომერციული დირექტორი ირაკლი შენგელია ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. საზეიმო პროგრამის ფარგლებში, საგანგებოდ მოწყობილ პავილიონში ენგურჰესის 45 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა. 

 

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები წელსაც, ტრადიციულად, დედაქალაქის გარდა, რამდენიმე რეგიონში იყვნენ წარმოდგენილი. ამბროლაურში, მესტიაში, ახალციხეში, თელავში, ფოთში, გორსა და ზუგდიდში ადგილზე მისულმა მოქალაქეებმა ენერგეტიკის, ტურიზმის, მეწარმეობის,  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, საზღვაო, საავიაციო, ფოსტის თემატიკაზე შექმნილი კონცეფციები დაეთვალიერეს. ღონისძიების მონაწილეები ამ სექტორებში არსებულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ენგურჰესი იყო წარმოდგენილი