ენგურჰესში ISO-ს სტანდარტების მხარდაჭერისა და გაუმჯობესების პროცესი გრძელდება

26 Mar 2024

 

ენგურჰესში ISO-ს სტანდარტების მხარდაჭერისა და გაუმჯობესების პროცესი გრძელდება. ამჯერად, გალის რაიონის დასახლება საბერიოში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში, მიწისქვეშა საამქროსა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებში საგანგებო სიტუაციების დროს ევაკუაციის სიმულაციური სწავლება ჩატარდა და მსგავსი შემთხვევისთვის პერსონალის მზადყოფნა შემოწმდა. 


სწავლება საგანგებოდ შემუშავებული და დამტკიცებული გეგმის შესაბამისად ჩატარდა. აღნიშნულ პროცესს კოორდინირებას საავარიო, სამაშველო და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახური უწევდა. თავად სწავლების პროცესის მეთვალყურეობა კი შრომის უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველჰყო. 


საგანგებო სიტუაციების დროს ევაკუაციის სიმულაციური სწავლება ISO 45001-ის სტანდარტის ფარგლებში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ენგურჰესმა ISO-ს რესერტიფიცირება 2026 წლამდე გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციამ სერტიფიკატები სამივე მიმართულებით შეინარჩუნა. 


 ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემას ეხება, ISO 14001:2015 გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემას მოიცავს, ISO 45001:2018 კი სამუშაო გარემოს, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯმენტს ითვალისწინებს.

ენგურჰესში ISO-ს სტანდარტების მხარდაჭერისა და გაუმჯობესების პროცესი გრძელდება