ენგურჰესის ღია გამანაწილებელი ქვესადგურის კაპიტალური განახლება გრძელდება
16 Oct 2023
ენგურჰესის ღია გამანაწილებელი ქვესადგურის კაპიტალური განახლება გრძელდება. ამჟამად დენის ტრანსფორმატორები იცვლება და ეს პროცესი ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.
ღია გამანაწილებელ ქვესადგურში არსებული დენის ტრანსფორმატორები 45 წელია, რაც ფუნქციონირებს. შესაბამისად, ისინი სასწრაფო განახლებას საჭიროებს.
ენგურჰესის ღია გამანაწილებელი ქვესადგური გალის რაიონის დასახლება საბერიოში მდებარეობს. აქ 500, 220 და 100-კილოვოლტიანი დენის ტრანსფორმატორებია განლაგებული.