ენგურჰესის წყალსაცავში მისაყრდნობი ფარის ჩაშვების პროცედურა წარმატებით დასრულდა
29 Aug 2023
ენგურჰესის წყალსაცავში მისაყრდნობი ფარის ჩაშვების პროცედურა წარმატებით დასრულდა. აღნიშნული სამუშაოები თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის მექანიკური საამქროს თანამშრომლებმა შეასრულეს.
მისაყრდნობი ფარის ჩაშვების შედეგად, სიღრმული წყალსაშვის მე-19 სექციის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული სამუშაოები კაშხლის უსაფრთხო ექსპლუატაციასა და ფარებიდან წყლის ფილტრაციის მინიმუმამდე დაყვანას ითვალისწინებს.
მისაყრდნობი ფარის ჩაშვებამდე ენგურჰესის წყალსაცავში დაგროვილი ნატანის ამოღებაზე სპეციალური მიწახაპია მუშაობდა. აღნიშნულ პროექტს ჰოლანდიური კომპანია “DCN Diving”-ი ენგურჰესთან თანამშრომლობით ახორციელებს.
ენგურჰესის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.