შპს "ენგურჰესი" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "წარმატებისა და აღიარების პროგრამის" ფინალისტია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "წარმატებისა და აღიარების პროგრამის" დაჯილდოების მორიგ ცერემონიალს ტექნოპარკმა უმასპინძლა. შპს "ენგურჰესი" აღნიშნული პროექტის ფინალისტი კიდევ ერთხელ გახდა და ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.
ნომინაციაში - "პერსონალური თავდადება ეპიდემიასთან ბრძოლაში" - გაიმარჯვა შპს "ენგურჰესის" თანამშრომელმა, თენგიზ შელიამ. ვულოცავთ ბატონ თენგიზს ამ გამარჯვებას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და პროფესიულ წარმატებებს ვუსურვებთ!
ნომინაციაში - "საუკეთესო ტექნიკური თანამშრომელი" - გაიმარჯვა შპს "ენგურჰესის" თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ირაკლი ფიფიამ. ვულოცავთ ბატონ ირაკლის გამარჯვებას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და პროფესიულ წინსვლას ვუსურვებთ!
შეგახსენებთ, რომ "წარმატებისა და აღიარების პროგრამა 2019"-ის ფარგლებში, შპს "ენგურჰესმა" ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა და გრან-პრის - "საუკეთესო სტრუქტურა" - მფლობელი გახდა. კოვიდ პანდემიის გამო 2020 წლის ცერემონია ორი წლის დაგვიანებით შედგა და ამჯერად გრან-პრის მფლობელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გახდა. ვულოცავთ კოლეგებს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!