ბესიკ გაფრინდაშვილის ტელედოკი „ენგურჰესი - მშვიდობის კუნძული“
22 Mar 2022
"უნდა ითქვას, რომ ქართველ და აფხაზ ენერგეტიკოსებს გვაქვს ნორმალური, შეიძლება ითქვას, საუკეთესო ურთიერთობა... მუდმივი შეხვედრები გვაქვს, ერთად ვიხილავთ პრობლემებს. 1993 წლიდან არ მახსოვს შემთხვევა, რომ ჩვენ რამეში დავპირისპირებოდით ერთმანეთს და შეგველახა ენგურჰესის ან ერთმანეთის ინტერესები,"- განაცხადა შპს "ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ.
"ადგილობრივმა ახალგზრდობამ კარგად აითვისა აქ არსებული ტექნიკური პოტენციალი მშენებლობის დროიდან მოყოლებული. ასე რომ, აქაური პერსონალი დაშლის და ააწყობს აგრეგატს. თუ ჩვენ საწყის ეტაპზე საკავშირო მასშტაბის ორგანიზაციები გვემსახურებოდნენ, დღეს ამას ყველაფერს ადგილობრივი პერსონალი აკეთებს," - განმარტა შპს "ენგურჰესის" ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ.