სამეთვალყურეო საბჭო

შპს "ენგურჰესის" სამეთვალყურეო საბჭო პარტნიორთა საერთო კრების მიერ არჩეული 5 (ხუთი) წევრისაგან შედგება. თითოეული მათგანი ერთი  წლის  ვადით აირჩევა. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები კვარტალში ერთხელ მაინც ტარდება. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას წევრთა ნახევარზე მეტი მაინც ესწრება.

 

სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს დირექტორთა საბჭოს საქმიანობას. მას ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს დირექტორთა საბჭოსაგან კომპანიის საქმიანობის ანგარიში. სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია გააკონტროლოს და შეამოწმოს კომპანიის ფინანსური დოკუმენტაცია და ქონებრივი ობიექტები. სამეთვალყურეო საბჭო ამოწმებს წლიურ ანგარიშებს, მოგების განაწილების წინადადებას და ამის თაობაზე პარტნიორთა საერთო კრებას  მოახსენებს. ის ასევე იხილავს კომპანიის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
 

შპს "ენგურჰესის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები:

 

კობა ჭუმბურიძე-  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

შალვა ფოცხვერია- სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ზაზა ადეიშვილი-სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გიორგი შურღაია- სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

დავით ჩხარტიშვილი- სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

სამეთვალყურეო საბჭო