პარტნიორი

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს "ენგურჰესი"). მისი დამფუძნებელი პარტნიორი და 100%-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო, რომლის უფლებამოსილებებსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს.


კომპანიის პარტნიორი მმართველობით უფლებამოსილებას პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით ასრულებს. პარტნიორი იღებს გადაწყვეტილებას კომპანიის  წმინდა მოგების ან სხვა საკუთრების განაწილებაზე. მას ასევე უფლება აქვს სამეთვალყურეო საბჭოსგან წერილობით მოითხოვოს  დირექტორების  თანამდებობაზე დანიშვნა ან გათავისუფლება. თავის მხრივ, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს გაეცნოს.

 

შპს "ენგურჰესის" ხელმძღვანელი ორგანოებია: პარტნიორთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორთა საბჭო.

 

კომპანიის მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა საერთო კრება, რომელიც წელიწადში, სულ ცოტა, ერთხელ მაინც ტარდება. აღნიშნულ შეხვედრაზე სავალდებულო განხილვას ექვემდებარება წლიური საფინანსო-სამეურნეო ანგარიშის (ბალანსის), დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოების ანგარიშების დამტკიცება, ბიზნეს-გეგმის განხილვა და წმინდა მოგების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენება.

პარტნიორი