ენგურჰესის დერივაციულ გვირაბს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

29 ოქტ 2019

 

2021 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით ენგურჰესის 15. 5 კილომეტრი სიგრძის დერივაციულ გვირაბში, რომლის მეშვეობითაც წყალსაცავიდან წყალი აგრეგატებს მიეწოდება, სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. შესაბამისად, მისი დაშრობა და იმ ხუთივე აგრეგატის შეჩერება იქნება საჭირო, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

 

 

“ყველა ექსპერტი, რომელიც საქმეშია ჩართული და ყველა ჩვენი სპეციალისტი, რომლებიც სადგურში წლებია მუშაობენ, აცხადებენ, რომ რემონტის გადადება უკვე აღარ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავარიის დროს სადგური უკვე ოთხ თვეზე მეტხანს იქნება გაჩერებული”, – ამბობს შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია. 

 

ვრცლად

ენგურჰესის დერივაციულ გვირაბს რეაბილიტაცია ჩაუტარდება