შპს „ენგურჰესის“ ფინანსური დირექტორი ირაკლი ინაშვილი და ტექნიკური დირექტორი პაატა ცინცაძე ეკონომიკურ ფორუმს დაესწრნენ
შპს „ენგურჰესის“ ფინანსური დირექტორი ირაკლი ინაშვილი და ტექნიკური დირექტორი პაატა ცინცაძე დაესწრნენ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიას, რომელზეც სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე. უწყების წარმომადგენელმა, სხვა გამომსვლელებთან ერთად, მიმდინარე წელს ენერგეტიკის სფეროში მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, ენერგეტიკა ქვეყნის განვითარების პროცესის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით, გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ინგა ფხალაძის შეფასებით, ინვესტიციების უფრო ეფექტურად მოზიდვა, ადგილობრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, დაიკავოს რეგიონში ის ადგილი, რომელიც მის პოტენციალსა და სტრატეგიულ მნიშვნელობას შეესაბამება.
კონფერენციაზე „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები“ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.