შპს „ენგურჰესი“აცხადებს ელექტრონულ აუქციონს სხვადასხვა სახის ქონების გაყიდვაზე

11 Dec 2025

შპს  „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს N24 სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტრონულ აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, განმეორებით გატანილია შპს „ენგურჰესის“  ბალანსზე  რიცხული  სხვადასხვა სახის ქონება:

 

1.    ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალება:
-    1999 წელს გამოშვებული WOLKSVAGEN TRANSPORTER, საწყისი ფასი - 1593₾; (დღგ-ს ჩათვლით);
-    CHEVROLET SUBURBAN  (MFC-804), საწყისი ფასი - 4125₾.

 

2.    საბერიოს ობიექტების, თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის,  თბილისისა და ზუგდიდის ოფისების 2024 წლის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სარეალიზებო  მატერიალური ფასეულობები:
-  სულ, 5 ლოტი;
 - ლოტების საერთო საწყისი ფასი - 7859 ₾. (დღგ-ს ჩათვლით). 

 

აუქციონი დაიწყება 2025 წლის 4 დეკემბერს, ელექტრონული სახით, პლატფორმაზე - eauction.ge და დასრულდება 10 დეკემბერს. 

 

აუქციონში მონაწილეობის წესებსა და პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ww.eauction.ge-ზე. 

 

აუქციონში მონაწილეობა  შეუძლიათ  როგორც საქართველოს, ისე - უცხო ქვეყნის  მოქალაქე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

შპს  „ენგურჰესი“აცხადებს ელექტრონულ  აუქციონს  სხვადასხვა სახის ქონების გაყიდვაზე