შპს „ენგურჰესი“აცხადებს განმეორებით ელექტრონულ აუქციონს კომპანიის ბალანსზე რიცხული ქონების გაყიდვაზე
11 Dec 2025
შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს N21 სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტრონულ აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, განმეორებით გატანილია შპს „ენგურჰესის“ ბალანსზე რიცხული ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალება - ავტობუსი PAZ 3206-110 და ავტობუსი PAZ 32054.
- აუქციონი ტარდება საწყის ფასზე 80%-იანი ფასდაკლებით;
- ავტობუსი PAZ 3206-110, საწყისი ფასი - 4602 ₾ (დღგ-ს ჩათვლით);
- ავტობუსი PAZ 32054, საწყისი ფასი - 2667 ₾ (დღგ-ს ჩათვლით);
აუქციონი ჩატარდება ელექტრონული სახით, პლატფორმაზე - eauction.ge.
აუქციონში მონაწილეობის წესებსა და პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ww.eauction.ge-ზე.
აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს, ისე - უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.