შპს „ენგურჰესი“აცხადებს ელექტრონულ აუქციონს კომპანიის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა სახის ქონების გაყიდვაზე
შპს „ენგურჰესის“ დირექტორატის წინადადებითა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გატანილია შპს „ენგურჰესის“ ბალანსზე რიცხული სხვადასხვა სახის ქონება.
შპს „ენგურჰესი“, სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოების 2025 წლის 28 მარტის ერთობლივი სხდომის გადაწყვეტილების თანახმად, აცხადებს აუქციონს შემდეგი სახის ქონებაზე:
- ავტომობილი HYUNDAI SANTAFE - საწყისი სარეალიზაციო ფასი - 11 000 ლარი;
- ავტობუსი, PAZ 3206-110 - საწყისი სარეალიზაციო ფასი - 23 010 ლარი (დღგ-ს ჩათვლით);
- ავტობუსი, PAZ 32054 - საწყისი სარეალიზაციო ფასი - 13 334 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
აუქციონი დაიწყება 2025 წლის 5 მაისს, ელექტრონული სახით, პლატფორმაზე- eauction.ge.
აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. აუქციონში მონაწილეობის წესებსა და პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე - www.eauction.ge
