განცხადება  აუქციონის  ჩატარების  შესახებ

 

შპს  „ენგურჰესი“  (იურიდიული  მისამართი - ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას  ქ. №8  მესამე  სართული; ფაქტობრივი მდებარეობა - აფხაზეთი, გალის  რაიონი, დას. საბერიო)  სრულად ამორტიზებული ძირითადი საშუალებების ჯართის სახით რეალიზების  მიზნით, შპს „ენგურჰესის“ სამეთვალყურეო საბჭოს  2021  წლის  27 მაისის  სხდომის  ოქმის  № 4 გადაწყვეტილების  საფუძველზე აცხადებს  აუქციონს  შავი ლითონის  ჯართის  გაყიდვაზე  შემდეგი  მონაცემებითა და პირობებით:
 
შპს  „ენგურჰესის“დირექტორატის  წინადადებითა  და  აუდიტორის, ინდ. მეწარმე  „დავით რობაქიძის“ დასკვნის საფუძველზე  ჩამოწერილ იქნა  შპს „ენგურჰესის“  თაღოვანი კაშხლის ბალანსზე  რიცხული  11 ერთეული  შავი ლითონის შემცველი მატერიალური  ფასეულობა და განისაზღვრა, რომ სარეალიზაციო ჯართის  მთლიანი  ოდენობა შეადგენს 727 (შვიდას ოცდაშვიდი) კგ-ს,   საწყისი  ფასი  450 (ოთხას ორმოცდაათი)  ლარს, წინასწარი შენატანი „ბე“- 50 (ორმოცდაათი) ლარს,  სავაჭრო  ბიჯი -  10 (ათი) ლარს.

 

სარეალიზაციო ქონების  მითითებულ საწყის  ფასში შედის  დამატებული ღირებულების  გადასახადიც.


 
აუქციონში მონაწილის  ბილეთის ღირებულებას, აუქციონში მონაწილეობის მსურველი იხდის  შპს „ენგურჰესის“ საბანკო ანგარიშზე. აუქციონში მონაწილეობის მსურველი განაცხადსა  და „ბეს“ გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, რის შემდეგ ტარდება რეგისტრაციაში და იღებს აუქციონში მონაწილის ბილეთს. ბილეთის ღირებულება არ შედის სარეალიზაციო ღირებულებაში და გამოქვითვას არ ექვემდებარება. 

 

საგარანტიო თანხის,  „ბესა“ და აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის საბანკო რეკვიზიტებია:  შპს „ენგურჰესი“,  ს/კ - 251716371,  VTB  ბანკის  ზუგდიდის  ფილიალი,  ანგარიშგების  ანგარიში - GE97VT6600000003403403.
 

განაცხადების  მიღების  ადგილია - გალის  რაიონი,  სოფ. საბერიო,  შპს  „ენგურჰესის“  ადმინისტრაციული  შენობის მესამე  სართული,  შესყიდვებისა და  მომარაგების სამსახური   და  შპს  „ენგურჰესის“ ზუგდიდის  ოფისი, კანცელარია. განაცხადების მიღების  ვადაა  2021  წლის 16 ივლისის  10  საათიდან 30 ივლისის 13 საათამდე, სამუშაო დღეებში.

 

აუქციონი  ჩატარდება  2021  წლის 30  ივლისს 14 საათზე, მითითებულ  მისამართზე.

 

აუქციონში მონაწილეობა  შეუძლიათ  საქართველოს ან უცხო ქვეყნის  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

 

აუქციონში  გამარჯვებული  ვალდებულია აუქციონის  ჩატარებიდან „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში გააფორმოს შპს „ენგურჰესთან“ შესაბამისი  ხელშეკრულება და აუქციონის შედეგების ოქმის დამტკიცების მომენტიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში დაფაროს  მის  მიერ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გამოსასყიდი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონის შედეგები გაუქმდება, მყიდველს არ მიეცემა საკუთრების უფლება და „ბეს“ შენატანი  არ დაუბრუნდება. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 

-    დამტკიცებული განაცხადის ფორმა  (შეგიძლიათ მიიღოთ მითითებულ მისამართებზე);
-    „ბეს“ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
-    აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დოკუმენტი;
-    ფიზიკური პირის შემთხვევაში, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
-    იურიდიული პირისათვის - ამონაწერი სამეწარმეო  რეესტრიდან;
-    სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, თუ აუქციონში მონაწილეობს სხვა პირის სახელით.

 

სააუქციონო  კომისიის ზონარგაყრილ დავთარში განაცხადის რეგისტრაციის  მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის  სტატუსს,  აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საწყის გასაყიდ  ფასზე, ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის გადახდა.

 

სარეალიზაციო ქონების შესახებ  ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია  მისამართზე:  გალის  რაიონი  დას. საბერიო, შპს  „ენგურჰესის“  დირექცია, ტელ. 595 309912;   ასევე  ზუგდიდი,  რუსთაველის ქ. 90,  შპს  „ენგურჰესის“  ოფისი, 595 227050.

                                                                                                     შპს „ენგურჰესის“ აუქციონის 
                                                                                                         მომწყობი  კომისია