შპს „ენგურჰესი“ შავი ლითონის  ჯართის რეალიზებაზე აუქციონს აცხადებს (მესამე გამოცხადება)

შპს ,,ენგურჰესი” (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. №8  III-სართ.  ფაქტობრივი მდებარეობა: აფხაზეთი, გალის რ-ნი დას. საბერიო)   ნაწილობრივ  ამორტიზებული   ძირითადი  საშუალებების რეალიზების მიზნით,  შპს „ენგურჰესის“ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს 2021 წლის  25 იანვრის ერთობლივი სხდომის  ოქმი № 1/1 გადაწყვეტილების საფუძველზე, აცხადებს   აუქციონს  შავი ლითონის  ჯართის რეალიზებაზე შემდეგი მონაცემებითა და პირობებით:

 

-    შავი ლითონის ჯართის საერთო რაოდენობა  180 (ასოთხმოცი) ტონამდე;
-    1 (ერთი) ტონის ფასი  700 (შვიდასი) ლარი  დღგ - ის ჩათვლით;
-    წინასწარი შენატანი „ბე“  ყოველ ერთ ტონა ჯართზე  - 70 (სამოცდაათი) ლარი;
-    სავაჭრო ბიჯი  1 (ერთი) ტონაზე   -  7,0  (შვიდი) ლარი;

 

სარეალიზაციო ქონების მითითებულ საწყის ფასში შედის დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ).

 

აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულებას, აუქციონში მონაწილეობის მსურველი იხდის შპს ,,ენგურჰესის” საბანკო ანგარიშზე. აუქციონში მონაწილეობის მსურველი განაცხადსა და ,,ბეს” გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, რის შემდეგაც ტარდება რეგისტრაციაში და იღებს აუქციონში მონაწილის ბილეთს. აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულება არ შედის სარეალიზებო ღირებულებაში და გამოქვითვას არ ექვემდებარება.

 

საგარანტიო  თანხის, ,,ბესა“ და აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის საბანკო რეკვიზიტებია: შპს ,,ენგურჰესი”,  ს/კ 251716371, VTB ბანკის კოდი UGEBGE22, ანგარიშგების ანგარიში  GE97VT6600000003403403.  

 

განაცხადების  მიღების ადგილია: ქ. ზუგდიდი რუსთაველის № 90, მეორე სართული, შპს. „ენგურჰესის” ოფისი. განაცხადების მიღების ვადაა 2021 წლის   5 მარტის  10 სთ-დან  15 მარტის  13 საათამდე.    ყოველდღე, სამუშაო საათებში. 

 

აუქციონი ჩატარდება  2021  წლის  15 მარტს  14 საათზე, მითითებულ მისამართზე. აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

 

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში გააფორმოს შპს ,,ენგურჰესთან” შესაბამისი ხელშეკრულება და აუქციონის შედეგების ოქმის დამტკიცების მომენტიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში, დაფაროს მის მიერ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გამოსასყიდი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუქციონის შედეგები გაუქმდება, მყიდველს არ მიეცემა საკუთრების უფლება და ,,ბეს” შენატანი არ დაუბრუნდება. აუქციონში მისაღებად   რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 

 - დამტკიცებული განაცხადის ფორმა  შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. # 90, მეორე სართული შპს ,,ენგურჰესის” ოფისი;  
- ,,ბეს“ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- აუქციონში მონაწილეობის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი        დოკუმენტი; ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, იურიდიული პირისათვის- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, თუ აუქციონში მონაწილეობს სხვა პირის სახელით.

 

სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. აუქციონში გამარჯვების გამოვლენის კრიტერიუმია საწყის გასაყიდ ფასზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის გადახდა.

 

სარეალიზაციო ქონების  შესახებ ფოტომასალა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მისამართზე: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. # 90, მეორე სართული შპს ,,ენგურჰესის” ოფისი, ტელ.   595  227050