შპს ,,ენგურჰესი” ნაწილობრივ ამორტიზებულ მოწყობილობა-დანადგარებსა და მექანიზმებზე აუქციონს აცხადებს

შპს ,,ენგურჰესი” (იურიდიული მისამართი ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. №8  III-სართ.  ფაქტობრივი მდებარეობა აფხაზეთი, გალის რ-ნი დას. საბერიო) ნაწილობრივ ამორტიზებული   ძირითადი  საშუალებების რეალიზების მიზნით, შპს  „ენგურჰესის“ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს 2020 წლის  23 ივნისის ერთობლივი სხდომის ოქმი № 6/4 და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს  2020 წლის 6 ივლისის №23/4183  თანხმობის წერილის საფუძველზე აცხადებს   აუქციონს    შემდეგ მექანიზმებზე: 

ადგილმდებარეობა:

  თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტი

     (წალენჯიხა, ფოცხოეწერი)

 

1.    სახარატო დაზგა    - საწყ. ფასი- 1800 ლ.  „ბე“- 200 ლ, ბიჯი- 50 ლ, ბილეთის ფასი-  20 ლ.
2.    სახარატო დაზგა    - საწყ. ფასი-1800 ლ.   „ბე“- 200 ლ.  ბიჯი- 50 ლ. ბილეთის ფასი- 20 ლ.
3.    სახრახნი დაზგა     - საწყ. ფასი- 120 ლ. „ბე“-  20 ლ.  ბიჯი- 5 ლ.   ბილეთის ფასი- 0,5 ლ.
4.    ლითონის საჭრელი დაზგა - საწყ. ფასი- 170 ლ. „ბე“- 20 ლ. ბიჯი- 5 ლ. ბილეთის ფასი- 0,5 ლ.
5.    სალესი დაზგა - საწყ. ფასი- 170 ლ. „ბე“- 20 ლ. ბიჯი- 5 ლ. ბილეთის ფასი- 0,5 ლ.
6.    ჰორიზ. საფრეზი დაზგა- საწყ. ფასი- 1050 ლ. „ბე“- 150 ლ. ბიჯი- 40 ლ.  ბილეთის ფასი- 10 ლ.
7.    მყვინთავების ბოტი - საწყ. ფასი- 2500 ლ. „ბე“- 250 ლ.  ბიჯი- 50 ლ. ბილეთის ფასი- 20 ლ.
8.    სახანძრო მანქანა ზილ 131 - საწყ. ფასი- 2000 ლ. „ბე“- 200 ლ. ბიჯი- 50 ლ. ბილ. ფასი- 20 ლ.
9.    ამწე კოშკურა ზილ 131 - საწყ. ფასი-  3700 ლ. „ბე“- 300 ლ. ბიჯი- 50 ლ.  ბილეთის ფასი- 20 ლ.
10.    გამზომი მოწყობილობები - საწყ.ფასი- 120 ლ. „ბე“- 20 ლ. ბიჯი- 5 ლ.  ბილეთის ფასი- 0,5 ლ.

 

ადგილმდებარეობა: ჰიდროსადგური

         გალის რაიონის დას. საბერიო

 

11.    რკინის საბურღი დანადგარი - საწყ. ფასი- 370 ლ. „ბე“-35 ლ. ბიჯი- 10 ლ. ბილეთის ფასი- 1 ლ.
12.    სახარატო დანადგარი - საწყ. ფასი- 660 ლ. „ბე“- 60 ლ. ბიჯი- 20 ლ. ბილეთის ფასი- 5 ლ.
13.    სახარატო დაზგა - საწყ. ფასი- 200 ლ. „ბე“- 20 ლ. ბიჯი- 5 ლ. ბილეთის ფასი- 1 ლ.
14.    კაზ. 4601 ცისტერნა - საწყ. ფასი- 625 ლ. „ბე“- 60 ლ. ბიჯი- 20 ლ. ბილეთის ფასი- 5 ლ.
15.    მერსედესის ავტობუსი - საწყ. ფასი- 2070 ლ. „ბე“- 200 ლ. ბიჯი- 50 ლ. ბილეთის ფასი- 20 ლ.
16.    ავტობუსი კავზ 3270 - საწყ. ფასი- 850 ლ. „ბე“- 100 ლ.  ბიჯი- 30 ლ. ბილეთის ფასი- 10 ლ.
17.    ა/მ გაზ 950 ფურგონი - საწყ. ფასი- 910 ლ. „ბე“- 100 ლ. ბიჯი- 30 ლ. ბილეთის ფასი- 10 ლ.
 

საწყისი ფასი მითითებულია დღგ-ს ჩათვლით.

 

აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულებას აუქციონში მონაწილეობის მსურველი შპს ,,ენგურჰესის” საბანკო ანგარიშზე იხდის. აუქციონში მონაწილეობის მსურველი განაცხადსა და ,,ბე”-ს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, რის შემდეგაც ტარდება რეგისტრაციაში და იღებს აუქციონში მონაწილის ბილეთს. აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულება არ შედის სარეალიზებო ღირებულებაში და გამოქვითვას არ ექვემდებარება.

 

საგარანტიო  თანხის, ,,ბე”-სა და აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის საბანკო რეკვიზიტებია: შპს ,,ენგურჰესი”,  ს/კ 251716371, VTB ბანკის კოდი UGEBGE22, ანგარიშგების ანგარიში GE97VT6600000003403403.  

 

განაცხადების  მიღების ადგილია ქ. ზუგდიდი, რუსთაველის № 90, მეორე სართული, შპს. „ენგურჰესის” ოფისი. განაცხადების მიღების ვადაა 2020 წლის 24  ივლისის 10.00-დან  2020 წლის 4 აგვისტოს 13.00-მდე,   ყოველდღე, სამუშაო საათებში.
 
აუქციონი ჩატარდება  2020  წლის  4  აგვისტოს  14.00-ზე, მითითებულ მისამართზე.

 

აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

 

 აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში შპს ,,ენგურჰესთან” შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმოს და აუქციონის შედეგების ოქმის დამტკიცების მომენტიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში, დაფაროს მის მიერ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გამოსასყიდი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუქციონის შედეგები გაუქმდება, მყიდველს არ მიეცემა საკუთრების უფლება და ,,ბე”-ს შენატანი არ დაუბრუნდება. 

 

აუქციონში მისაღებად   რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 

 - დამტკიცებული განაცხადის ფორმა, რომელიც  შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე:   ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 90, მეორე სართული შპს ,,ენგურჰესის” ოფისი;

-,,ბე”-ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 -აუქციონში მონაწილეობის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი        დოკუმენტი; ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
იურიდიული პირისათვის- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, თუ აუქციონში მონაწილეობს სხვა პირის სახელით.


სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. აუქციონში გამარჯვების გამოვლენის კრიტერიუმია საწყის გასაყიდ ფასზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის გადახდა.


სარეალიზაციო ქონების  შესახებ ფოტომასალა და სხვა ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 90, მეორე სართული შპს ,,ენგურჰესის” ოფისი, ტელ.   595  227050 

                                                                                                        შპს „ენგურჰესის"

აუქციონის მომწყობი კომისია