აუქციონი მინი თვითმცლელი დამპერის შესახებ

 

შპს „ენგურჰესი“ (იურიდიული  მისამართი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას  ქ. #8,  მე-3 სართული; ფაქტობრივი მდებარეობა: აფხაზეთი, გალის რაიონის დას. საბერიო) თავის ბალანსზე რიცხული მექანიზმების იჯარით გადაცემის მიზნით, აცხადებს აუქციონს მინი თვითმცლელი დამპერის შესახებ შემდეგი პირობებით:

 
-    საიჯარო  თანხა  თვეში -  500 (ხუთასი ) ლარი დღგ-ს ჩათვლით;
-    წინასწარი  შენატანი  „ბე“ - 150  (ასორმოცდაათი)  ლარი;
-    სავაჭრო  ბიჯი - 25 (ოცდახუთი)  ლარი;
-    აუქციონში მონაწილის  ბილეთის  საფასური- 10 (ათი) ლარი.

 

აუქციონში მონაწილის ბილეთის  ღირებულებას აუქციონში მონაწილეობის მსურველი შპს „ენგურჰესის“ საბანკო  ანგარიშზე იხდის. აუქციონში მონაწილეობის მსურველი განაცხადსა და „ბეს“ გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად რეგისტრატორს  წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, რის შემდეგაც ტარდება რეგისტრაციაში და იღებს აუქციონში მონაწილის ბილეთს, რომლის ღირებულება არ შედის საიჯარო ღირებულებაში და გამოქვითვას არ ექვემდებარება.


თანხის „ბესა“ და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის საბანკო რეკვიზიტებია: შპს „ენგურჰესი“, კოდი 251716371,  სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია, ზუგდიდის  განყოფილება.


განაცხადების  მიღების  ადგილია  ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. #90, მეორე სართული, შპს „ენგურჰესის“ ოფისი. განაცხადების მიღების ვადაა 2020  წლის 18 მაისის 10 საათიდან 25 მაისის 13 საათამდე, ყოველ დღე, სამუშაო  საათებში.

 

აუქციონი  ჩატარდება  2020  წლის  25  მაისს  14 საათზე,  მითითებულ მისამართზე.

 

აუქციონში  მონაწილეობა  შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ  პირებს.

 

აუქციონში  გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში წინსწრებით გადაიხადოს ერთი თვის საიჯარო თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონის შედეგები გაუქმდება, მეიჯარეს არ მიეცემა დროებითი სარგებლობის უფლება და „ბეს“ შენატანი არ დაუბრუნდება. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:


-  დამტკიცებული ფორმის  მიხედვით შევსებული  განაცხადი;
-  „ბეს“ გადახდის   ქვითარი;
-  ბილეთის  საფასურის  გადახდის  ქვითარი;
-  პირადობის  მოწმობის  ასლი ან  საჯარო  რეესტრის  ამონაწერი;
-  თუ სხვა პირი მონაწილეობს, საჭიროა მინდობილობა.

 

სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს.

 

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საწყის ფასზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის  გადახდა.


დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 595 227050

 

შპს  „ენგურჰესის“ აუქციონის  მომწყობი  კომისია