ლევან მებონია: "20 იანვარს, ღამის 12 საათზე ენგურჰესი გაჩერდება და გვირაბში სარემონტო სამუშაოები დაიწყება."

15 იან 2021

„20 იანვარს, ღამის 12 საათზე სადგური გაჩერდება და გვირაბში დაიწყება სარემონტო სამუშაოები, რაც აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. გრაფიკით დამტკიცებული გეგმის მიხედვით, 1 მაისს ენგურჰესი უკვე უნდა მუშაობდეს ქსელში,“- განუცხადა 1TV საქართველოს რადიოს შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ. 

 

 „პროექტში თავიდანვე, 70-იანი წლებიდანვე, ჩადებული იყო ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ენგურჰესის გვირაბის დაცლა, მდგომარეობის შეფასება, საჭირო და აუცილებელი სამუშაოების ჩატარება. ბოლო რემონტი 2006 წელს ჩატარდა, მას შემდეგ თითქმის 15 წელი გავიდა. 2018 წელს მოხდა გვირაბის ინსპექტირება, მოვნიშნეთ ადგილები, რომელთაც ჭირდებათ რემონტი და საიდანაც სავარაუდოდ ხდება წყლის გაჟონვა, რაც ელექტროენერგიის დანაკარგებს იწვევს,"- შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია.

 

"ეს, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით წელიწადში 200-250 მლნ კვტ.სთ-ია. რემონტის შედეგად კი ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 30-40%-ით შემცირდება. შესაბამისად, დანაკარგები 100 მლნ კვტ. სთ-ით დაიკლებს,“- შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია.

 

ვრცლად

ლევან მებონია: "20 იანვარს, ღამის 12 საათზე ენგურჰესი გაჩერდება და გვირაბში სარემონტო სამუშაოები დაიწყება."