ენგურჰესის № 5 ძალოვანი ტრანსფორმატორის კაპიტალური რემონტის ძირითადი სამუშაოები დასრულდა

10 მარ 2023

 

ენგურჰესში სარემონტო სამუშაოები გრძელდება. გეგმის თანახმად, ამჯერად № 5 ძალოვანი ტრანსფორმატორის კაპიტალური რემონტის ძირითადი სამუშაოები დასრულდა. 


აღნიშნული პროცესის ფარგლებში, მოიხსნა ტრანსფორმატორის ზარხუფი, დაიჭირხნა  აქტიური რკინა, გაიწმინდა გრაგნილები და ავზი. ამ სამუშაოების შემდეგ კი, ერთი თვის განმავლობაში, ტრანსფორმატორის შრობის პროცესი მიმდინარეობდა. ამასთანავე, აღდგენილ იქნა გრაგნილების იზოლაცია და ტრანსფორმატორი 70 ტონა სათანადო კონდიციის ზეთით შეივსო. 


აღსანიშნავია, რომ ტრანსფორმატორებს კაპიტალური რემონტი 10-12 წელიწადში ერთხელ უტარდება და ის მიმდინარე სამუშაოებთან შედარებით, გაცილებით მასშტაბურია. ამასთანავე, მსგავსი დანადგარების რეაბილიტაცია ელექტროსისტემასთან შეთანხმებით, პერსპექტიული გრაფიკის მიხედვით არის შედგენილი.

ენგურჰესის № 5 ძალოვანი ტრანსფორმატორის კაპიტალური რემონტის ძირითადი სამუშაოები დასრულდა