ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ აღდგენის შემდეგ, ენგურჰესის ხუთივე აგრეგატი ქსელშია ჩართული/ www.netgazeti.ge

14 Jun 2021

 

„ენგურჰესის“ განცხადებით, დღეს, 14:00 საათზე, ჰესის ხუთივე აგრეგატი გაითიშა.

 

მანამდე სახელმწიფო ელექტროსისტემა ამბობდა, რომ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა იმიტომ, რომ 14 საათზე ავარიულად გამოირთო 500-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“.

 

„მიმდინარე წლის 14 ივნისს, 14.00-ზე, 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „ იმერეთის” ავარიულად გამორთვის შედეგად, ენგურჰესის ყველა აგრეგატი გაჩერდა. ამჟამად ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ აღდგენის შედეგად, ენგურჰესის ხუთივე აგრეგატი ქსელშია ჩართული“, – ნათქვამია „ენგურჰესის“ პასუხში, რომელიც ნეტგაზეთს წერილობით მიაწოდეს.

 

ვრცლად

ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ აღდგენის შემდეგ, ენგურჰესის ხუთივე აგრეგატი ქსელშია ჩართული/ www.netgazeti.ge