ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

27 Apr 2021

 

სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ენგურჰესი ერთიან ქსელში ჩაერთო. როგორც ენგურჰესში აცხადებენ, ქვეყნის უდიდესი ჰიდროლექტროსადგურის ჰიდროაგრეგატები დღეიდან, 27 აპრილიდან ამუშავდა.

 

2021 წლის 20 იანვარს, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, ენგურჰესი გაჩერდა. გვირაბის რეაბილიტირებული მონაკვეთის ინსპექტირება ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. მხარეების შეფასებით, შესრულებული სარემონტო სამუშაოები დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

 

ჰიდროელექტროსადგურ ენგურჰესის პირველი აგრეგატი 1978 წლის 5 ნოემბერს ამუშავდა. კომპანიის ინფორმაციით, თავისი არსებობის 42 წლის მანძილზე, კომპანიამ 120 მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ენგურჰესის წილი ქვეყნის საერთო ელექტრომომარაგების 35%-ზე მეტს შეადგენს.

ვრცლად

ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა