"მაგ სიმართლით იაროს ანი წითლიძემ!" - ენგურჰესის დირექტორის პასუხი

18 Oct 2021

 

ენგურის ხიდი შესაძლოა, 30 ოქტომბერსაც ჩაკეტონ. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ანი წითლიძის ინფორმაციით, ჰესის ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ოკუპანტებთან, რომ მეორე ტურისთვის დევნილებმა საოკუპაციო ხაზზე გადმოსვლა და არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ. 

თავად ენგურჰესის დირექტორი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ეს არის "ტყუილი, სიცრუე, თავხედობა, დეზინფორმაცია და უტიფრობა".

"მაგ სიმართლით იაროს ანი წითლიძემ ამ ქვეყანაზე. ტყუილი, სიცრუე, თავხედობა, დეზინფორმაცია, უტიფრობა. ენგურჰესის დირექტორს აქვს იმის ძალა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს მოელაპარაკოს? მაშინ გავხსნი საზღვარს და შემოვიყვან სუყველას. თუ დაკეტვაში მივიღე მონაწილეობა გახსნა არ შემიძლია? გული გამისკდეს, მოვკვდე და გაიხარებ მაგრად მერე? "- აცხადებს შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია. 

 

ვრცლად

"მაგ სიმართლით იაროს ანი წითლიძემ!" - ენგურჰესის დირექტორის პასუხი