აუქციონი ამორტიზებული მსუბუქი ავტომანქანის შესახებ

შპს ,,ენგურჰესი” (იურიდიული მისამართი ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. №8, ფაქტობრივი მდებარეობა-აფხაზეთი, გალის რ-ნი  დას. საბერიო) ბალანსზე  რიცხული  ნაწილობრივ  ამორტიზებული მსუბუქი  ავტომანქანის რეალიზაციის  მიზნით    აცხადებს   აუქციონს შემდეგი  პირობებით:


-    მარკა, მოდელი  -  ტოიოტა  4 რანნერი
-    გამოშვების  დრო  -  1997 წ.
-    სახელმწიფო  ნომერი - NBN 310
-    ფერი - რუხი მოყვითალო
-    გადაცემათა  კოლოფი - ავტომატიკა
-    ძრავი -  ბენზინზე
-    საწყისი  სარეალიზაციო  ფასი - 1800  (ერთი ათას რვაასი) ლარი
-    წინასწარი  შენატანი  „ბე“ – 300  (სამასი) ლარი
-    სავაჭრო  ბიჯი - 100 (ასი) ლარი
-    აუქციონში მონაწილის  ბილეთის ფასი - 15 (თხუთმეტი) ლარი 
 

აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულებას, აუქციონში მონაწილეობის მსურველი იხდის შპს ,,ენგურჰესის” საბანკო ანგარიშზე. აუქციონში მონაწილეობის მსურველი განაცხადსა და ,,ბე”-ს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, რის შემდეგაც ტარდება რეგისტრაციაში და იღებს აუქციონში მონაწილის ბილეთს. აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი არ შედის ქონების სარეალიზაციო ღირებულებაში და გამოქვითვას არ ექვემდებარება.


თანხის (,,ბე”-ს, აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის) გადახდის საბანკო რეკვიზიტებია: შპს ,,ენგურჰესი”,   საიდ. კოდი  251716371,  სს ,,ვითიბი  ბანკი ჯორჯია”  ზუგდიდის განყოფილება, ბანკის კოდი UGEBGE22, ანგარიშგების ანგარიში  GE97VT6600000003403403.


განაცხადების  მიღების ადგილია ქ. ზუგდიდი, რუსთაველის № 90, შ.პ.ს. „ენგურჰესის” ოფისი. განაცხადების მიღების ვადაა 2019  წლის  17 დეკემბრის  10 სთ-დან  2019  წლის  24 დეკემბრის  13 - სთ-მდე,   ყოველ დღე, სამუშაო საათებში. 

აუქციონი ჩატარდება  2019  წლის   24 დეკემბერს   14 სააათზე,   მითითებულ მისამართზე.
აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

 

-აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის  ჩატარებიდან  „სახელმწიფო ქონების  პრივატიზების შესახებ „საქართველოს  კანონით განსაზღვრულ ვადაში გააფორმოს შპს  „ენგურჰესთან“ შესაბამისი  ხელშკრულება  და აუქციონის  შედეგების (ოქმის) დამტკიცების  მომენტიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში დაფაროს მის მიერ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო  გამოსასყიდი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები გაუქმდება, მყიდველს არ მიეცემა საკუთრების  უფლება და „ბე“-ს შენატანი არ დაუბრუნდება.  აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:


- დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი, (შეგიძლიათ მიიღოთ     ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 90, შპს ,,ენგურჰესის” ოფისი);  


 -,,ბე”-ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;


 -აუქციონში მონაწილეობის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი        დოკუმენტი; ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; იურიდიული პირისათვის- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;


- სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, თუ აუქციონში მონაწილეობს სხვა პირის სახელით.

 

სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. აუქციონში გამარჯვების გამოვლენის კრიტერიუმია საწყის გასაყიდ ფასზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის გადახდა.


სარეალიზაციო ქონების  შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მისამართზე: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 90, შპს ,,ენგურჰესის” ოფისი, ტელ.   595  22 70 50.