"ენგურჰესზე" მსოფლიოში შუშის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ლიფტი მოეწყობა

24 სექ 2018
უახლოეს მომავალში ენგურის კაშხლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, ენგურჰესზე მოეწყობა საბაგირო გზები, გადასახედები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის, ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შუშის ლიფტი.
კონცეფცია ესტონელი ექსპერტების დახმარებით შემუშავდა. სამუშაოები 2017 წელს დაიწყება და პირველი ეტაპი სამ წელიწადში დასრულდება. ცნობისთვის, "ენგურჰესის" თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა.

 

close
image