ჯვარი – თაღოვანი კაშხალი
ენგურჰესი – წყალსაცავი
აქვედუკი – საჰაერო ჰიდრო არხი ჯვარი–საბერიოს მიმართულებით
მთავარი გამანაწილებელი ენერგო–კვანძი საბერიოში
joomla

ლევან მებონია

ენგურჰესი ურთულეს ნაგებობათა ერთი მთლიანი კომპლექსია, ქართული სამშენებლო ხელოვნების დემონსტრაცია, უნიკალურ საინჟინრო გაანგარიშებათა ერთობლიობა. ქართული ენერგეტიკის ამ ფლაგმანს დღეს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საპროექტო მოცულობით ის ჯერ კიდევ დაუმთავრებელია, ნათელი გახდება, რა მდგომარეობაშია ამჟამად ეს უნიკალური ნაგებობა და რა პრობლემებია გადასაწყვეტი მისი ნორმალური ექსპლუატაციისათვის. შექმნილი ვითარების გაუმჯობესებას და ჰესის სრულ სამუშაო რეჟიმში ჩაყენებას მოხმარდა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი კრედიტი. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი 2000 წელს გამოცხადდა. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით მდგომარეობის ადგილზე გასაცნობად ჩვენს ქვეყანაში უცხოელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ. საქართველოს ენერგოსისტემისთვის ენგურჰესის მნიშვნელობის გათვალისწინებით, გადაუდებელ ღონისძიებად იქნა მიჩნეული მისი სრული რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც 2003 წელს დაიწყო, დღეს დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოებიდან გამოვყოფდი კაშხლისლევან მებონია უსაფრთხოების დაცვის სისტემების რეაბილიტაციას, კერძოდ, კაშხლის ფუძის გამაგრებასა და ცემენტაციას. გვირაბში უკვე შესრულებული სამუშაოები გამორიცხავს დიდ ავარიას და სადგურის ხანგრძლივ გაჩერებას. მისაყრდნობი ფარის ჩადგმის შემდეგ შეკეთდა უქმე წყალსაშვები და შემცირდა წყლის ღვრა, დაახლოებით 600 მლ. Kკვტ. საათის ეკვივალენტით. დასრულდა ორი აგრეგატის სარეაბილიტაციო სამუშაოები, წლის ბოლოსთვის დასრულებული იქნება ლევან მებონიამესამე აგრეგატის აღდგენაც, რაც გარანტირებულ 720 მეგ.ვტს მოგვცემს. შესრულებულია ყველა სამუშაო, გარდა IV აგრეგატის რეაბილიტაციისა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაიზარდა ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც 3,5 მლნ. Kკვტ. სთ-ს მიაღწევს, ეს ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამომუშავებულ ენერგიაზე 0,5, მლნ. კვტ. სთ-ით მეტია. ასევე გაიზარდა სადგურის საიმედოობა. 2006 წლიდან არ ყოფილა აგრეგატის ავარიულად გაჩერების არც ერთი შემთხვევა, მაშინ როდესაც 1999 წელს მოხდა 101 ავარია, 2000 წლის განმავლობაში - 85 და არც შემდეგ წლებში ყოფილა უკეთესი მდგომარეობა. რამდენად მძიმე პირობებში აყენებდა სისტემას ასეთი გამორთვები, ალბათ იოლი გასაგებია. დღეისთვის ეს პრობლემა გადაჭრილია, რაც უდიდეს მიღწევად მიმაჩნია. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპს ჩვენ ამგვარად ვგეგმავთ: დარჩენილი ორი აგრეგატის რეაბილიტაცია დაიწყება 2009 წლის დამდეგს, ეს პროგრამა 2 წელს გასტანს და დასრულდება 2011 წელს. ამ დროისთვის ჰესის სიმძლავრე მიაღწევს 1 300 მეგავატს საპროექტო სიმძლავრეს. მოთხოვნის შემთხვევაში გამომუშავება 4300 მილიონი კვტ.სთ. იქნება. 2011-12 წლისთვის იგეგმება გვირაბის გაჩერება. ჩატარდება სერიოზული სამუშაოები და მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია. ასევე II ეტაპისთვის გაგრძელდება ვარდნილჰესების აგრეგატების აღდგენითი სამუშაოები. სიმძლავრეების გაზრდის გარდა, მთავარია, ვარდნილჰესის ნაგებობებმა რეაბილიტირებული ენგურჰესის 1300 მეგავატის შესაბამისი წყალი გაატაროს. დეტალური პროგრამა შემუშავებულია და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება უახლოესი მომავლისთვის იგეგმება. ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტს აფინანსებენ საქართველოს მთავრობა, ევლევან მებონია შპს `ენგურჰესის~ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე 3 როპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი. ამ ინვესტიციებს ჩვენი შემოსავლებიც ემატება. საჭიროების შემთხვევაში ენგურჰესი მძლავრი ბერკეტია მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემაში ინტეგრაციისა და პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებისათვის. აAსევე უნიკალურია იგი ნავთობსადენებისა და სხვა მასშტაბური პროექტების ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. და მან, როგორც ქართული ენერგეტიკის ფლაგმანმა, თავის თავზე პიკური დატვირთვა უნდა აიღოს. ენგურჰესი აშენების დღიდან საერთაშორისო მნიშვნელობის ჰიდროელექტროსადგურად ითვლებოდა უნიკალური ნაგებობებისა და თვისებების გამო. არც ისე შორსაა დღე, როდესაც რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ენერგოსისტემები პარალელურ რეჟიმში იმუშავებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს შორის მოხდება სიმძლავრეების გადადინება. მომავლის ამ პროექტში ენგურჰესს, როგორც პიკური დატვირთვის მოხსნის სადგურს, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება. ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების სადგურები ძირითადად მყარ საწვავსა და გაზზე მუშაობენ. ენგურჰესს კი შეუძლია 5 წუთის განმავლობაში 0-იდან 1 300 მეგავატი სიმძლავრის აღება, რაც თავისთავად მრავალ პრობლემას გადაჭრის და ელექტროსადგურების გამართული მუშაობის რეჟიმს უზრუნველყოფს. პარალელურად მიმდინარეობს ხუდონჰესის პროექტის განხილვაც. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია. თუ ინვესტორი უახლოეს მომავალში გამოჩნდა, მშენებლობაც მალე დაიწყება. 2012 წლისთვის დასრულდება ენგურჰესისა და გვირაბის სრული რეაბილიტაცია, რის შემდეგაც სადგური შეძლებს 1300 მეგავატი საპროექტო სიმძლავრის გამომუშავებას. დარწმუნებული ვარ, შემდგომი 25 წლის განმავლობაში ენგურჰესს ასეთი მასშტაბის სამუშაოების ჩატარება აღარ დასჭირდება. 2008 წლის 9-10 მარტს ჟენევაში ჩატარდა ხარისხის X საერთაშორისო კონფერენცია ნომინაციით, `ხარისხის კულტურის დანერგვა მთელ მსოფლიოში~. ენგურჰესი დაჯილდოვდა ოქროს საერთაშორისო მედლით ხარისხის ერა. ამ ჯილდოს ანიჭებენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ძალიან მაღალ მაჩვენებლებს აღწევენ, მაგალითად, პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაში, მენეჯმენტის განვითარებაში, მომსახურების დონის ზრდაში, ითვალისწინებენ მრავალ სხვა კომპონენტსაც. როგორც ჩანს, ენგურჰესმა ყველა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და მივიღეთ ჯილდო, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვეამაყება.